ფინეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, უმეტესობა ბავშვია
ფინეთის ქალაქ ესპუში დროებითი ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაშავდა, უმეტესობა ბავშვია.
ამის შესახებ Yle წერს.
აღინიშნება, რომ ნგრევის მომენტში ხიდზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
ცნობილია, რომ ისინი სკოლის მოსწავლეთა ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ. დაშავებულებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია მაშველები, სასწრაფო და პოლიცია.
პოლიცია ტექნიკურ გამოძიებას აწარმოებს.
საავადმყოფოებში გაიხსნა პაციენტთა საინფორმაციო ცენტრი.