ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციაზე: არაერთხელ თქმულა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ კარდაკარ და ითხოვდნენ, რომ საქართველოს დაწესებოდა სანქციები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, არაერთხელ თქმულა მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ კარდაკარ და ითხოვდნენ, რომ საქართველოს სანქციები დაწესებოდა.

“მათი საზრუნავი არის, რომ როგორმე ქვეყანას და საკუთარ ხალხს დაუწესონ სანქციები. აღიარება გააკეთა ქალბატონმა სამადაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ეს ადამიანები დადიან და ითხოვენ სანქცია დაუწესონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. ეს არაერთხელ თქმულა და უამრავჯერ დაფიქსირებულა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს ადამიანები დადიოდნენ კარდაკარ და ითხოვდნენ, რომ საქართველოს დაწესებოდა სანქციები”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები