გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას რომ ეკონომიკური დაღმავლობა და არეულობა სურს, ეს ახალი არ არის
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას რომ ეკონომიკური დაღმავლობა და არეულობა სურს, ეს ახალი არ არის.
მისივე თქმით, არცერთ ქვეყანაში, არავის უნახავს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიცია ითხოვდეს დასანქცირებას.
“ოპოზიციას რომ ჩვენი ქვეყნის სანქცირებაც სურს, ეკონომიკური დაღმავლობა და არეულობა სურს, ეს ახალი არ არის და ამას აცხადებენ კიდევაც, მაგრამ კანონზომიერება აკეთებს ისე, რომ რასაც ისინი მოისურვებენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საკუთარ პარტიებში მიიღებენ ხოლმე – კლასიკური მაგალითია “ნაცმოძრაობა”. არცერთ ქვეყანაში, არავის უნახავს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიცია ითხოვდეს დასანქცირებას. ეს არის მხოლოდ საქართველოს ოპოზიციაში და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის თავში შეიძლება, მოვიდეს ასეთი რამ”,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.