გერმანიაში, “მერსედესის” ქარხანასთან სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა

შტუტგარტთან ახლოს, „მერსედესის“ ერთ-ერთ ქარხანაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ საავადმყოფოში სროლის შედეგად დაჭრილი მეორე, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

პოლიციამ სროლაში ეჭვმიტანილი, 53 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

სამართალდამცავი უწყება მომხდარის ვერსიებზე ჯერ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები