CNN: ბრიტანეთმა უკრაინას შორი მოქმედების Storm Shadow რაკეტები მიაწოდა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow მიაწოდა, რაც უკრაინელ სამხედროებს შორ მანძილზე დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ამის შესახებ CNN-ს რამდენიმე დასავლელმა მაღალჩინოსანმა უთხრა.
Storm Shadow არის დიდი მანძილის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ერთობლივად შემუშავებულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. ჩვეულებრივი, მისი გაშვება ჰაერიდან ხდება. რაკეტის მოქმედების რადიუსია 250 კილომეტრზე მეტი, 155 მილია, რითაც ის მცირედით ჩამორჩება ამერიკულ “მიწა-მიწა”კლასის, 185-მილანს ATACMS.
დასავლელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის მთავრობისგან გარანტიები მიიღო, რომ რაკეტები გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და არა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ.
მისი თქმით, რაკეტა Storm Shadow წარმოადგენს “თამაშის ნამდვილ შეცვლას მოქმედების რადიუსიდან გამომდინარე”.