ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს 2024 წლის აშშ-ის არჩევნებამდე მოიგებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მხარდაჭერას დაკარგავს.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ იმ დროისთვის კიევი უკვე გამარჯვებული იქნება.
ზელენსკიმ უარყო აშშ-ს მხარდაჭერასთან დაკავშირებული შიშები, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს ჯო ბაიდენი ვერ მოიგებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას აშშ-ს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
ამასთან, უკრაინის ლიდერი დარწმუნებულია, რომ კიევს შეუძლია ამ ომის მოგება 2024 წლის არჩევნებამდე.
“ვინ იცის, იმ დროს სად ვიქნებით. მჯერა, რომ იმ დროისთვის ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინელი სამხედროები შეძლებენ წინსვლას მოსალოდნელი კონტრშეტევის დროს.
მან თქვა, რომ “გაყინული კონფლიქტის” რისკებია, რომლის იმედიც რუსეთს აქვს.