“კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო გვჭირდება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეტი დრო სჭირდება, რათა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა
დაიწყოს, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება.
ამის შესახებ მან BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში თქვა.
“იმით, რაც გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია, წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ წარმატებას. მაგრამ ჩვენ დავკარგავთ ბევრ ადამიანს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო”, – თქვა ზელენსკიმ.