უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის შესვლა გრძელდება
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის შესვლა ისევ გრძელდება. როგორც ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ლუგანსკში დღეს რუსული სამხედრო ტექნიკის 3 კოლონა შევიდა.
ტელეკომპანია “ტი-ეს-ენის” ცნობით, ქალაქ მარიუპოლის მახლობლად 60 რუსული ტანკია მობილიზებული, რუსული დაჯგუფებები კი ნოვოაზოვსკიდან მარიუპოლის მიმართულებით გადაადგილდებიან და ნაღმტყორცნებიდან უკრაინულ ბლოკ-საგუშაგოებზე იერიშს ახორციელებენ.
ამასთან, ბატალიონ “დონბასის” მეთაურის ცნობით, ალყიდან გამოსვლის მცდელობის დროს ამბოხებულები უკრაინელ სამხედროებს თავს დაესხნენ. ორმა ოფიცერმა, 12 რუს მედესანტესთან ერთად, თავი აიფეთქა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ ამბოხებულებს ოფიციალურად მიმართა და ჰუმანიტარული კორიდორის გახსნისკენ მოუწოდა, რაზეც ამბოხებულებმა თანხმობა განაცხადეს, თუმცა რეალურდ პირობა არ შესრულდა.