„ევროპულ მარცვლეულზე შეზღუდვები აბსოლუტურად მიუღებელია“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა მეზობელი ქვეყნების პროტექციონისტული ზომები, რომლებიც ზღუდავენ უკრაინული მარცვლეულის იმპორტს.
მისი თქმით, ეს ზომები აბსოლუტურად მიუღებელია.
„სამწუხაროდ, ჩვენ შევხვდით პრობლემებს, სადაც უნდა დაგვენახა სოლიდარობის ძლიერი ნიშნები, იმ საფრთხეების პროპორციულად, რაც დღეს არსებობს – მკაცრი და თუნდაც სასტიკი ომის დროს, პროტექციონისტული ზომები ჩვენი მეზობლების მხრიდან.
ახლა ჩვენს ექსპორტზე ნებისმიერი შეზღუდვა აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ისინი არ აძლიერებენ ევროპას, თუმცა აძლიერებენ აგრესორის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ უკრაინიდან ცალკეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე განსაკუთრებული და დროებითი პრევენციული ზომები მიიღო.