ევროკომისიამ აღმოსავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქტების იმპორტი დროებით აკრძალა

HANDAN, CHINA - JUNE 5, 2022 - (FILE) Workers drive a combine harvester to harvest wheat in a wheat field in Handan, Hebei province, China, June 5, 2022. On December 12, 2022, the National Bureau of Statistics released the announcement on the grain output data for 2022: China's total grain output in 2022 was 1.373.06 billion jin, an increase of 7.36 billion jin or 0.5% over the previous year, and the grain output remained above 1.30 trillion jin for eight consecutive years. (Photo credit should read CFOTO/Future Publishing via Getty Images)

ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემდეგ, ევროკომისიამ უკრაინიდან ცალკეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე განსაკუთრებული და დროებითი პრევენციული ზომები მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იმპორტის აკრძალვა ეხება ოთხ უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს – ხორბალს, სიმინდის, რაფსს და მზესუმზირის თესლს. ის მიზნად ისახავს ამ საქონელთან დაკავშირებული „ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრას“ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

ზომები ძალაში 2 მაისს შევა და 2023 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვები შესაძლოა, 5 ივნისის შემდეგაც გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები