“ევროკავშირი მზად არის, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს.
ამის შესახებ მან კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საბრძოლო მასალის სწრაფად შეძენისა და მიწოდების საკითხი განიხილეს, რადგან, მისი თქმით, ბრძოლის ველზე უკვე არსებობს მათი საჭიროება.
“უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტების რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ ეს აგრესორი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.