უკრაინაში „ყინულის გამოწვევის“ აქციით, ქვეყნის არმიას დაეხმარებიან
ხერსონის მოქალაქეებმა „ყინულის გამოწვევის“ საკუთარი ვერსია შექმნეს, სადაც დახმარების ადრესატი არა ALS-ით დაავადებულები, არამედ უკრაინის არმიაა.
ამ აქციის წამომწყები ხერსონის მკვიდრი ვლადიმერ დრობოტი იყო, რომელმაც ესტაფეტა ხერსონელ ბიზნესმენებს გადასცა. „ხერსონული ყინულის გამოწვევის“ პირობების თანახმად, მონაწილეს უკრაინის არმიის დახმარება ნებისმიერი საჭირო ნივთით შეუძლია. ეს შეიძლება იყოს: ფული, ტანსაცმელი, პროდუქტები, მედიკამენტები და ა.შ.
ვლადიმერ დრობოტის წამოწყებული აქცია 21 აგვისტოს დაიწყო და დღეისთვის ხერსონაში საკმაოდ პოპულარულია. მსგავსი აქცია უკრაინის სხვა ქალაქებში გავრცელდა, სადაც ასევე დახმარების ადრესატი უკრაინის არმიაა. დღეს news.pn/en -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მსგავსმა აქციამ სტარტი ოდესაშიც აიღო.
ოდესაში ამ ტიპის „ყინულის გამოწვევაში“ მონაწილეობა საინფორმაციო სააგენტომ mayak.org.ua -მ მიიღო . ოდესურმა მედია საშუალებამ ესტაფეტა ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს, გუბერნატორ იგორ პალიცს და საოლქო საბჭოს ხელმძღვანელს ალექსეი გონჩარენკოს გადასცა. ესტაფეტის პირობის თანახმად მათ უკრაინის არმიის სანიტარული ავტომობილის შესაძენად უნდა შესწირონ თანხა.
მომზადებულია tp.ks.ua , news.pn/en და mayak.org.ua-ს მასალების მიხედვით.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jYoNRawVytk” width=”560″ height=”315″]
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=epvwYduSgDw” width=”560″ height=”315″]