“მოსკოვში აღლუმში რამდენიმე ქვეყნის ლიდერის მონაწილეობა ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია” – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წითელ მოედანზე აღლუმზე სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების დასწრებას “ამორალურს და არამეგობრულ” ნაბიჯად აფასებს.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სანიმისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ აღლუმზე მონაწილეებს წარუდგინეს სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკვე მეათე წელია – მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიულ ომში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები