“ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის სამხედრო ძალის დემონსტრირებით და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა” – შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
„აქედან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს აწყობს თავის ჯარისკაცებს, ტანკებსა და რაკეტებს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება“, – განაცხადა შოლცმა.