ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო“, – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები