გიორგი ვოლსკი: დავით არახამია ანტიქართული აზროვნების ადამიანია

“ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების – უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

ვოლსკის შეფასებით, არახამიას განცხადებები ადრე უფრო აგრესიული იყო, ახლა კი „მელაკუდობა გადაწყვიტა“.

“არ ვიცი, „არარაობა“ „უტიფარი“ რამდენად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა დაგვამცირა, მთელს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. მაგრამ ერთ რამეს მინდა, დავაკვირდე და გავაკეთო აქცენტი, არახამია ადრე სხვა თემებზე საუბრობდა, პროცესში ჩართვაზე, საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მისი განცხადებები გაცილებით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ ახლა მელაკუდობა გადაწყვიტა, ვითომ არჩევნებს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ისიც იგივე ენერგიითაა ჩართული ამ რევოლუციური, სამოქალაქო დაპირისპირების პროცესების განვითარებაში, როგორც ადრე იყო. იგი გამოზრდილია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, სააკაშვილის მიერ და ზუსტად ამ პოლიტიკას ატარებს, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტა არჩევნებზე ილაპარაკოს. ადამიანი არის ანტიქართული აზროვნების, შინაარსის ადამიანი, რომელიც სიცრუეს ავრცელებს. აქედან გამომდინარე, უტიფარია თვითონ და შესაბამისად მისი განცხადებებიც არის უტიფარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება. ამასთან, არახამია ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს მთავრობა არ იმსახურებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები