რასმუსენი: დაჟინებით მოვითხოვთ, რუსეთმა შეაჩეროს სამხედრო ქმედებები

    უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ნატოს საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გამართულ სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებისა და რუსული აგრესიის საპასუხო ზომების შემუშავების შესახებ იმსჯელეს.
როგორც დახურული სხდომის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, “მიუხედავად მოსკოვის მიერ უარყოფისა, აშკარაა, რომ რუსული ძალები, რუსული ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა.
“მიუხედავად მოსკოვის უარყოფისა, აშკარაა, რომ რუსული ძალები, რუსული ტექნიკა შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ეს არის სახიფათო მაგალითი, რომელიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. რუსეთის ძალები ჩართულია სამხედრო ვითარებაში. რუსეთი ასევე ამარაგებს სეპარატისტებს და მობილიზებული ჰყავს ჯარი საზღვრებთან. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ შეაჩეროს სამხედრო ქმედებები, სეპარატისტების მხარდაჭერა და გადადგას სერიოზული ნაბიჯები ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა რასმუსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები