შვეიცარიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 130-მდე შემთხვევა გამოვლინდა
შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ჰელენ ბუდლიგერ-არტიედამ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის 130-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.
ამის შესახებ მან Tages-Anzeiger-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, “მათგან 29 შემთხვევაში ეს გამოიწვევს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, აქედან 14 სამართლებრივი შედეგით”.
ბუდლიგერ-არტიედას თქმით, 36 შემთხვევაში საქმის წარმოების გახსნის საფუძველი არ ყოფილა.
დანარჩენ შემთხვევაში, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.