ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევში ჩავა
ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევში ჩავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაღალი რანგის თანამდებობის პირის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ გასაჯაროვდა.
ბრიუსელში განაცხადეს, რომ ფონ დერ ლაიენი უკრაინაში “ქვეყნისადმი ჩვენი მხარდაჭერის დასადასტურებლად ჩავა. მისი ვიზიტის მთავარი თემა ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობაა”.
ვიზიტი მიეძღვნება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ყველა ასპექტს, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
ევროკავშირი 9 მაისს ევროპის დღეს აღნიშნავს.
დღეს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისი ქვეყანაში ევროპის დღედ აღინიშნება. შესაბამისად, 8 მაისის დღესასწაული გაუქმებულია.