დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილების თაობაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის ცნება განისაზღვრება. ასევე, ცვლილების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება მიიღოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმებსა და ამ სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. კანონპროექტი დაარეგულირებს კლასიკური ავტომობილის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი კომიტეტში განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მომხსენებელმა მესამე მოსმენისთვის კანონპროექტში განხორციელებულ რედაქციული ხასიათის ცვლილებებზე ისაუბრა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები