ირაკლი ზარქუა: ახლა კეზერაშვილს აინტერესებს, მის წინააღმდეგ რა მტკიცებულებები და რა დოკუმენტაცია არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილმა მისგან დაფინანსებულ რადიკალებს მისცა დავალება, შეექმნათ კომისია და წინსწრებად შეესწავლათ, რა დოკუმენტებია მის წინააღმდეგ.
“BBC-ის ჟურნალისტური კვლევის შედეგად მიაგნეს, დაადასტურეს და „მისტერ ოფშორს“ ეძახიან ბატონ კეზერაშვილს. ახლა კეზერაშვილს აინტერესებს, მის წინააღმდეგ რა მტკიცებულებები და რა დოკუმენტაცია არის. მან მისცა დავალება ამ რადიკალებს, ვისაც აფინანსებს, რომ იქნებ შეექმნათ კომისია და წინსწრებად შეესწავლათ, რა არის მის წინააღმდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.