ნიკოლოზ სამხარაძე: მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს

“ხალხი და მთავრობა ყოველთვის ერთიანია”, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპულ მომავალს იმსახურებს ქართველი ხალხი და არა – მთავრობა.

სამხარაძის თქმით, არახამიას მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

„ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოო. პირველად ეს სიტყვები პუტინმა გამოიყენა, რომელმაც ხალხი და მთავრობა გაყო და ამ შემთხვევაში არახამია პუტინის ნარატივს იმეორებს. ხალხი და მთავრობა ყოველთვის ერთიანია. მთავრობას ირჩევს ხალხი და ბოლო ცხრა არჩევნებში ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი მხრიდან არჩევნებზე საუბარი არის დარღვევა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან. მაშინ, როცა უკრაინა ჩართულია ძალიან მძიმე ომში და რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, შევეცდებით, თავი შევიკავოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკისგან. რაც შეეხება ელჩს, არახამია არ არის პიროვნება, ვინც წყვეტს საქართველოში ელჩის გამოგზავნა-არგამოგზავნის საკითხს. ამას აკეთებს, რადგან მას სურს, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირად“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები