“არ შევუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის და ევროკავშირის სანქციებს” – ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს თურქეთი არ შეუერთდება.

ამის შესახებ მან ტელეარხ Lider Haber-თან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენ არ შევუერთდებით ცალმხრივ სანქციებს, რომლებიც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი კეთილდღეობისა და საკუთარი მოგებისგან. ამავდროულად, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მონტრეს კონვენციის დებულებების შესრულებას“, – განაცხადა თურქმა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ასევე გააკრიტიკა თურქეთის ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ქემალ კილიჩდაროღლუს, BBC-სთან გაკეთებული განცხადება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი იქნება დასავლეთთან ურთიერთობის განვითარება და არა – კრემლთან.

„თქვენ ხომ გახსოვთ, რომ ერთ-ერთ აქციაზე მან სულ სხვა რამ თქვა. ის ამბობდა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. ის არათანმიმდევრულია საკუთარ განცხადებებში“, – დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები