“მათ, ვინც ლგბტ-ს უჭერს მხარს, საარჩევნო ურნებში დავმარხავთ” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ მიტინგზე ოპოზიცია ლგბტ თემის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

​ამის შესახებ Reuters-ი წერს.

“სამართლიანობისა და განვითარების” პარტია და ჩვენი ალიანსის სხვა პარტიები არასოდეს იქნებიან პრო- ლგბტ ადამიანები, რადგან ოჯახი ჩვენთვის წმინდაა. მათ, ვინც ლგბტ-ს მომხრეა, ჩვენ საარჩევნო ურნებში დავმარხავთ”, – განაცხადა მან.

მან ასევე მთავარი საარჩევნო კონკურენტი, ქემალ კილიჩდაროღლუ გააკრიტიკა, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ალიანსს ხელმძღვანელობს.

„ჩემი ხალხი არ დაუშვებს, რომ სცენაზე ლოთები და უსაქმურები გამოვიდნენ. ბატონო ქემალ, თქვენ შეგიძლიათ – კასრებით სვათ, არაფერი გიშველით. ჩემი ხალხი 14 მაისს საჭირო პასუხს გაგცემთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტერიტორისტებთან გვერდიგვერდ მიმავალმა კილიჩდაროღლუმ ჩვენი სამშობლო დაყოს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან ასევე დაადანაშაულა კილიჩდაროღლუ იმაში, რომ პოლიტიკოსი ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს.
Write to მარიამ ტიელიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები