კონგოში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 400-მდე გაიზარდა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით, სამხრეთ კივუს პროვინციაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ Deutche Welle წერს.
აღნიშნულია, რომ ცხედრები სოფლებში ბუშუშუსა და ნიამუკუბში, ასევე, კივას ტბაშია ნაპოვნი.
გარდა ამისა, რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
კონგოში გადაუღებელი წვიმები გასული კვირის ბოლოს დაიწყო.
რესპუბლიკაში 8 მაისს ერთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.