არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთს სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდას სთხოვს.
ამის შესახებ “რია ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოსკოვში ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლეონიდ მანაკოვმა თქვა.
“დნესტრში უსაფრთხოების და ცხელი თავებისთვის, რომლებიც საკმარისად არიან კიშინიოვსა და კიევში, მთავარ დაბრკოლებას სამშვიდობოები წარმოადგენენ. ვიდრე რუსეთის სამშვიდობო მისია გრძელდება, მოლდოვა შებოჭილია დნესტრისპირეთის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო გეგმასა და მომზადებაში”, – თქვა მან.
მისი თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ 1995 წელს კონტინგენტი ექვსი მოტომსროლელი ბრიგადიდან 2-მდე შეამცირა.
“ამჟამად, უსაფრთხოების ზონაში რუსი სამშვიდობოების რაოდენობა 450-ს არ აღემატება, მაშინ როდესაც საკონტროლო კომისიის მიერ დადგენილი რაოდენობით 3100 ადამიანია გათვალისწინებული. იურიდიულად კონტინგენტის გაზრდა შესაძლებელია. ეს გამართლებული იქნება უსაფრთხოების რისკების გაუარესებიდან, მათ შორის ტერორისტული საფრთხედან გამომდინარე”,- თქვა მანაკოვმა.
მისი თქმით, სამშვიდობოების გაძლიერება დნესტრისპირეთში მუდმივად მცხოვრები რუსების ხარჯზეა შესაძლებელი და ამის შესახებ, ე.წ. რესპუბლიკის ხელისუფლება არაერთხელ ისაუბრა.