ილჰამ ალიევმა 800-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა

​აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 801 პატიმარი შეიწყალა

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აღნიშნულია, რომ შეწყალებულთაგან 463-ს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელისგან გათავისუფლდა; 220-ს სასჯელის ნახევარი ჰქონდა მოხდილი; 118-ს სხვა სასჯელისგან გათავისუფლდა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები