უკრაინა ყოველწლიურად ევროპის დღეს 9 მაისს აღნიშნავს – პრეზიდენტის განკარგულება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, ყოველი წლის 9 მაისს უკრაინა “ევროპის დღეს” აღნიშნავს. 2003 წლის 19 აპრილის განკარგულებით, ეს დღე 8 მაისს აღინიშნებოდა.

დოკუმენტი სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზეა განთავსებული.

„უკრაინელი ხალხის ევროპული იდენტობის გაცნობიერებით, ევროპის ხალხთა ერთიანობის განმტკიცების, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის იდეალებისა და ღირებულებებისადმი ერთგულების დადასტურებით, ახალგაზრდობის ინიციატივების და სხვა საზოგადოებრივი ასოციაციების მხარდაჭერით, მე გადავწყვიტე: უკრაინაში დავაწესოთ ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, ბათილად არის აღიარებული უკრაინის პრეზიდენტის 2003 წლის 19 აპრილის No339/2003 ბრძანებულება რომლის ფარგლებში “ევროპის დღე” 8 მაისს აღინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები