ბელგრადის სკოლაში სროლის გამო, სერბეთის განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სერბეთის განათლების მინისტრმა, ბრანკო რუზიჩმა, ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის გამო, თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ქვეყნის პრემიერისთვის გადადგომის შესახებ გაგზავნილ წერილში, მინისტრმა თქვა, რომ „როგორც პასუხისმგებლიანი და კარგად აღზრდილი ადამიანი, როგორც პროფესიონალი მოვალეობების შესრულების დროს, როგორც მამა და სერბეთის მოქალაქე, მივიღე რაციონალური გადაწყვეტილება, გადადგომის შესახებ”.

სერბეთში გლოვაა. გასულ კვირას ქვეყანა ორმა მასობრივმა სროლამ შეძრა.

ჯერ ბელგრადის სკოლაში 14 წლის მოზარდი საკუთარ სკოლაში შევარდა და 9 ადამიანი მოკლა, მეორე დღეს კი 21 წლის კაცმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა და 8 ადამიანი მოკლა.

დღეს სერბეთის ოპოზიციურ ძალებს ანტისამთავრობო მარში აქვთ დაანონსებული. ისინი პრემიერს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვერ შეძლო მომხდარის არიდება. გარდა ამისა, ოპოზიცია განათლების მინისტრის გადადგომასაც ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები