იაპონიაში, სკოლასთან მძაფრი სუნის გამო 51 მოსწავლეა ჰოსპიტალიზებული
იაპონიაში, ოსაკას პრეფექტურაში, ქალაქ იაოში სკოლასთან მძაფრი სუნის გამო, 51 მოსწავლეა ჰოსპიტალიზებული.
ამის შესახებ Kyodo იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე ქალაქის სახანძრო განყოფილებამ მიიღო შეტყობინება სკოლის ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის შესახებ. 11:00 საათის მდგომარეობით, ის კვლავ იგრძნობოდა.
არ გამოირიცხება გაზის გაჟონვა.
მაშველებმა ბავშვების სკოლის ეზოში გადაიყვანა დაიწყეს, თუმცა, ათობით მათგანმა თავი ცუდად იგრძნო.
საავადმყოფოში გადაყვანილი მოსწავლეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უსიამოვნო სუნის მიზეზი დგინდება.