ორმა უკრაინელმა ჯარისკაცმა თავი აიფეთქა, რა დროსაც 12 რუსი მედესანტე დაიღუპა
უკრაინაში მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა თავი აიფეთქა, რა დროსაც 12 რუსი მედესანტე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მძიმედ დაჭრილმა ორმა უკრაინელმა ოფიცერმა თავი აიფეთქა, რამაც 12 რუსი ჯარისკაცის სიცოცხლეც იმსხვერპლა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიცრები – ალექსანდრე კანდესიუკი და ალექსეი შეპელიუკი ალყაში მოექცნენ, თუმცა მათ ტყვედ ჩავარდნა არ ისურვეს და 12 რუს მედესანტესთან ერთად თავი აიფეთქეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.