მიხეილ სარჯველაძე – საგამოძიებო კომისიაზე: ოპოზიციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვან ინტერესებს უკავშირდება, რომ წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას თუ რა აქვს ხელთ გამოძიებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ბუნებრივია, მათთვის ეს საყურადღებოა, საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვან ინტერესებს უკავშირდება, რომ წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას თუ რა აქვს ხელთ გამოძიებას, რომ ამის მიხედვით, მათ შორის პოლიტიკურ ალიბიზე გაცილებით მარტივად იმუშაონ. შეიძლება არსებობდეს ძალიან მძლავრი ინტერესი იმისა, რომ გამოძიებაში ხელი აფათურონ რეალურად. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების საქმე, ამას სჭირდება კვალიფიციური გამოძიების ჩატარება“, – აცხადებს სარჯველაძე.