მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი ვიზიტების მიზანია, საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად გამყარება
“ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი ვიზიტების მიზანია, საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტად გამყარება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაცია მალტელ კოლეგებთან ისაუბრებს საქართველოს იმ პროგრესზე, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით აქვს.
„გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საქართველოსთვის თითოეული სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე, რაც ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით აქვს. ასევე ვისაუბრებთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. მალტელ კოლეგებთან ვიმსჯელებთ, რა მოლოდინებია საქართველოს მხრიდან და რა მოლოდინები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.