კანადაში, ტყის ხანძრების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში, ალბერტას პროვინციაში, ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომხდარის გამო 25 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო უწოდა.

მისი თქმით, ტყის ხანძრები უნალექო გაზაფხულმა გამოიწვია და ამ დროისთვის, უკვე დაახლოებით 122 000 ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი. ქარის გამო, ხანძრის კერები კონტროლს არ ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები