დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური: რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს
რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს, აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
დაზვერვის ინფორმაციის თანახმა, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში იმ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.
„დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის დაუცველობაზე მეტყველებს“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 9 მაისის ღონისძიებების გაუქმებაზე, დიდი ალბათობით, შესაძლო პროტესტებმა და უკრაინაში ომით უკმაყოფილებამაც იქონიეს გავლენა.