არგენტინაში მილიონზე მეტი ადამიანი გაიფიცა

   არგენტინაში მასშტაბური გაფიცვა მოეწყო. ბუენოს-აირესსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საქალაქო ტრანსპორტის, საბანკო სფეროსა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. საპროტესტო გამოსვლაში საერთო ჯამში, მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. დემონსტრანტები ინფლაციისა და უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებდნენ. აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა, როგორც ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს, 24-საათიანი გაფიცვის გამო, ქვეყანას მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები