“მიზანი გაცხადებულია, უკუღმა მედასავლეთეებო, სწორდით!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრის, მირიამ ლექსმანს განცხადებას ეხმაურება და წერს:

“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” – EPP ლუქსმანებისთვის არის – ქართული კოშმარი! სოდომია გარყვნილება, მამათმავლობა, ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, მამაკაცების ორსულობა, დედაკაცების მამობა, ევროატლანტიკური ორიენტაცია! მიზანი გაცხადებულია, უკუღმა მედასავლეთეებო, სწორდით!“, – წერს ხაინდრავა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი PES-ის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობა დაგმო:

“ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ – საკმაოდ დაგვიანებული. ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები