სერბეთში, საქალაქო თემის მლადენოვაცის სოფელ დუბონაში სროლას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
ქვეყნის შს მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა მომხდარს “ტერაქტი” უწოდა.
მისი ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილის ძებნაში 600-ზე მეტი ძალოვანია ჩართული.
მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია 21 წლის უროშ ბ. რომელიც, სავარაუდოდ, ცეცხლი მანქანიდან ავტომატიდან გახსნა.
ვარაუდობენ, რომ შემთხვევა ახალგაზრდასა და პოლიციელს შორის ჩხუბის შემდეგ მოხდა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში ამ კვირაში ეს უკვე მეორე ტრაგედიაა. 3 მაისს ბელგრადის სკოლაში ცეცხლი 14 წლის მოზარდმა გახსნა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 8 მოსწავლეა.