მარიუპოლთან 60 რუსული ტანკი დააფიქსირეს

რუსული ტანკები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლთან იმყოფებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქთან ახლოს 60 რუსული ტანკი დააფიქსირეს. ამ დროისთვის რუსული საბრძოლო დაჯგუფებები ნოვოაზოვსკიდან მარიუპოლისკენ მიემართებიან. უკრაინის კრიზისზე ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, სხდომის სასწრაფოდ მოწვევის მიზეზი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები