პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით იმსჯელა და 78 ხმით მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონპროექტი.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით წესრიგდება მონაცემთა დამუშავების კანონიერებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის ვალდებულებებთან, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან, საქმის წარმოებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვასთან, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” 2011 წლის 28 დეკემბერს მიღებული კანონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები