კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ

“ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, რომ ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ.

“რა სურვილიც აქვთ მათ, თუ რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს და რატომ აკეთებენ, შედეგს ვერ მიიღებენ იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები