“ტრიბუნასთან ვერ გამოდიან, კანონპროექტები ხშირად ვერ შემოაქვთ და ახლა კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომ როგორმე ზედაპირზე გამოჩნდნენ” – მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე
რაც ოპოზიციამ პარლამენტში დაიწყო სიარული, მიხვდა, რომ რეგლამენტით რაღაც უფლებები აქვს, პოპულარობა არ აქვთ, ტრიბუნასთან ვერ გამოდიან, კანონპროექტები ხშირად ვერ შემოაქვთ და ახლა კომისიის შექმნა მოითხოვეს, რომ როგორმე, ზედაპირზე გამოჩნდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა დავით კეზერაშვილის დაცვას ცდილობს.
„ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით არაფერი იციან იმის გარდა, რომ მისტერ ოფშორი აღიარებულია დამნაშავედ და უნდათ, რომ საქართველოში რაღაც საცეცები მოძებნონ. ანუ, ჩვენ კეზერაშვილს ვიცავთ BBC-სგან? – რა კარგი ფორმულა დაალაგა გახარიას პარტიამ. ამ დონემდე თუ დავიდნენ და მეტი არგუმენტი არ გააჩნია, მათ ვეთანხმები და ამას წინასაარჩევნოდ გამოვიყენებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.