გივი მიქანაძე: 12 პუნქტის განხორციელება დასკვნით ეტაპზეა

“12 პუნქტის განხორციელება დასკვნით ეტაპზეა. საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმირებულია იმ წინსვლაზე, რომელიც რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის მინიჭების საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„საბოლოოდ, დამოკიდებული ვართ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 27-მა, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ის შეცდომა, რაც შარშან ევროკავშირმა დაუშვა და, სამართლიანობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არ მოგვეცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი, წელს გამოსწორდება“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები