“ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას” – მამუკა მდინარაძე

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ ქართველი სამართალდამცავები ევროპელ, განსაკუთრებით – გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად და კონკრეტული შედეგები აქვთ, მაგრამ მათ [ოპოზიციას] თავისი აწუხებთ. ეს იყო მათი დაფინანსების მთავარი თემა და წყარო. ეს გაიშიფრა. ძალიან ავტორიტეტულმა უცხოურმა ტელევიზიამ, BBC-მ გაშიფრა და ახლა უნდათ, რომ ისრები რამენაირად სხვაგან გადაიტანონ, ამიტომ არიან ამით შეშფოთებულები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, დეპუტატები მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები