ერდოღანის ინაუგურაციაზე პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა კონსტიტუცია ესროლა

  თურქეთის პარლამენტში, სადაც ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია იმართება, ოპოზიციის წარმომადგენელმა ენგინ ალტაიმ პარლამენტის თავმჯდომარეს თურქეთის კონსტიტუციის ტექსტი ესროლა და დარბაზი დატოვა – ამის სესახებ ინფორმაციას თურქეთის მედია-საშუალები ავრცელებენ. ამავე წყაროს მიხედვით, თურქეთის პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა პარლამენტში რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია გააპროტესტეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად პარლამენტში მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებდნენ. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ჯემილ ჩიჩეკმა ოპოზიციას სახელმწიფოსა და პარლამენტის ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდა. “ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს ყოველი შესაძლებლობის დროს, მაგრამ დღეს სხვა შემთხვევაა. თქვენ შეგიძლიათ ან მიიღოთ მონაწილეობა ან არა, მაგრამ მე გავაგრძელებ ინაუგურაციის ცერემონიას”, – განაცხადა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ამის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენელმა ენგინ ალტაიმ პარლამენტის თავმჯდომარეს თურქეთის კონსტიტუციის ტექსტი ესროლა და ამის შემდეგ დარბაზი დატოვა. თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია ანკარაში დღეს იმართება. მას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პირები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები