უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს

     უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციაში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. როგორც უკრაინული მედია წერს, სხდომა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე საომარი ქმედებების გააქტიურებას უკავშირდება. სხდომა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გახსნა. უშიშროების საბჭოს სხდომას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დღეს დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის ოლქში შექმნილი ვითარების გამო დღეს თურქეთში ვიზიტი გადადო და ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები