“ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს
გაერო-ს უშიშროების საბჭო უკრაინაში შექმნილი კრიზისის თაობაზე საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” გაეროს ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრნობით იუწყება. “ბი-ბი-სის” ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ნიუ-იორკში დღეს, უახლოეს საათებში გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.