ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული შმაგი ნოზაძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შმაგი ნოზაძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გუნდებმა მიიღეს.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ ლელიანის და სოფელ ჭიაურის საფეხბურთო გუნდები. ტურნირი ლელიანის გუნდის გამარჯვებით – 4:2 დასრულდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები