ფრანსუა ოლანდი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის ყოფნას მიუღებლად მიიჩნევს

უკრაინაში შექმნილ ვითარებას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაიანში არსებულ სიტუაციას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კრიზისი უწოდა.
“ჩვენი კონტინენტი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კრიზისს განიცდის ცივი ომის პერიოდის შემდეგ. საფრანგეთის პოზიცია ასეთია: რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დაარწმუნოს ისინი, რომ ორხმრივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა მიიღონ. რუსეთმა ეფექტურად უნდა აკონტროლოს თავისი საზღვრები და თუ ცნობა რუსეთის სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურდება, ეს დაუშვებელი იქნება”, – განაცხადა ოლანდმა.
შეგახსნებთ , რომ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ აღაიარა, რომ სეპარატისტების მხარეზე რუსი მეომრებიც იბრძვიან.

წყარო: BBC

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები