იულია ტიმოშენკო უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
პარტია „ბატკივშჩინა“-ს ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. ამის შესახებ ტიმოშენკომ კიეველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი განცხადებით, აუცილებელია სასწრაფოდ გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.
„საომარი მდგომარეობის შემოღების დასამტკიცებლად საჭიროა უმაღლესი რადას საგანგებო სხდომის მოწვევა. ჩემი გუნდი პრეზიდენტის და უკრაინის ხელისუფლების გვერდით დადგებიან“, – განაცხადა ტიმოშენკომ.